“დიდი ბრიტანეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს ნატოში უკრაინის გამარტივებულ წევრობას” – მინისტრი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ლონდონი “დადებითად იქნება განწყობილი”, თუკი უკრაინა ნატოში გაწევრების გამარტივებულ პროცესს გაივლის.

ამის შესახებ მან ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, – წერს The Guardian-ი.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ ვითარდება უკრაინა და ვითარდება წარმოუდგენლად სწრაფად. იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტზე განაცხადა, რომ ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის ბევრი მოთხოვნა, ფაქტობრივად, უკვე შესრულებულია. მათი შეიარაღებული ძალების რეფორმა კონფლიქტში მონაწილეობის დროს მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთის პოზიცია იქნება ძალიან, ძალიან მხარდამჭერი, თუ ჩვენ ავუვლიდით MAP-ს, იმის აღიარებით, რომ ეს არ მოეთხოვებოდა შვედეთს და ფინეთს. უკრაინელებმა კი ბრძოლის ველზე ქმედებებით  შეიარაღებული ძალების რეფორმებისადმი ერთგულება აჩვენეს, ნატოს წევრობის მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი აზრით, ამას ნატოს ყველა მოკავშირე აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები