ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმა, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოში შვედეთის წარმომადგენლობამ.
პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკვე დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლას და ფიზიკური და იურიდიული პირების სიის გაფართოებას.
წინასწარი მონაცემებით, სანქციებს დაექვემდებარება 70 ადამიანი, მათ შორის, ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეები, ასევე, 30 კომპანია.
სიები 23 ივნისს გამოქვეყნდება.