“ზეწოლის მიუხედავად, ბრძოლის ველზე წავიწევით ისე, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ” – ზელენსკი კონტრშეტევაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ, კონტრშეტევის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ბრძოლის ველზე წინსვლა „უფრო ნელია, ვიდრე სასურველი იქნებოდა”

ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში თქვა.

“ზოგიერთები ამას ჰოლივუდურ ფილმად აღიქვამენ და შედეგებს ახლავე ელოდებიან. ეს ასე არ არის. სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს”, – თქვა მან.

ზელენსკიმ განმარტა, რომ შეტევა არც ისე მარტივად მიმდინარეობს, რადგან რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიის 200 ათასი კვადრატული მეტრის მიწა დანაღმეს.

“ვისაც რაც  უნდა სურდეს, მათ შორის, ჩვენზე ზეწოლის ჩათვლით, პატივისცემის მიუხედავად, ბრძოლის ველზე წავიწევით ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლით”, – თქმა უკრაინის ლიდერმა.

მას არ დაუკონკრეტებია, ვინ ახორციელებს მსგავს ზეწოლას უკრაინაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები