ირაკლი კობახიძე: ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის სიმულაციას, ტყუილებს, ქართულ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს

“ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის სიმულაციას, ტყუილებს, ქართულ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. ესენი არიან პოლიტიკოსები, დიპლომატები, ყოფილი სახალხო დამცველი და ა.შ. ამ ადამიანების წრე საკმაოდ ფართოა”, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სიმულაციას სამწუხაროდ უცხოელების მხრიდან ფართო მხარდაჭერა ჰქონდა.

„სააკაშვილი 600 დღის განმავლობაში სიმულიანტობდა და ამ სიმულაციას სამწუხაროდ უცხოელების მხრიდან ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. გვიმტკიცებდნენ რომ, 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი ყოველ დღე კვდებოდა. იცით ასეთი სპექტაკლი – „ჯერ დაიხოცნენ და შემდეგ იქორწინეს“, სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა პოლიტიკაში შემოდის“. როდესაც ასეთი აბსურდის ავტორის პოლიტიკაში დაბრუნებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა ამას წარმატების არავითარი შანსი არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები