დავით მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციას ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციას ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს.
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავი რა ფორმითაც უნდა წარმოადგინოს, შედეგი იგივე იქნება, რადგან ჩვენს ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციას ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს. ეს კარგად იცის ოპოზიციამ და ამიტომ იგონებს ხრიკებს, რათა თავისი მძიმე მდგომარეობა რაიმე სახით გააუმჯობესოს, თუმცა, 2024 წლის საპარლამენტო ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.