“ნატოს სამიტი იქნება ისტორიული მიღწევებისა თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების თვალსაზრისით” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტი იქნება ისტორიული მისი მიღწევების ან ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქვეყნის სეიმში განუცხადა, წერს ​LRT.

“არსებობენ ისეთები, ვინც ამბობს, რომ სამიტი, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ისტორიული, ერთადერთი საკითხია, იქნება თუ არა ის ისტორიული მიღწევების გამო თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო. არსებობს თუ არა ასეთი შესაძლებლობა? ის ნამდვილად არსებობს”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მან დასძინა, რომ სურს, სჯეროდეს, რომ სამიტამდე დარჩენილი კვირები, “მოგვცემს შესაძლებლობას, როგორც ალიანსს, შევავსოთ ეს ხარვეზები და მივიდეთ ლიდერების უფრო ისტორიული შეხვედრისკენ” და უკრაინამ მიიღოს მკაფიო სიგნალი ნატოს წევრობის პერსპექტივების შესახებ.

“ლიეტუვა ნატოს ერთ-ერთი წევრია და ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პოზიცია და ჩვენ ვიცავთ მას, ვეხმარებით უკრაინას ყველა ინსტრუმენტებით და მთელი ძალით“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები