ლონდონში უკრაინის აღდგენის ორდღიანი კონფერენცია დღეს გაიხსნება

დიდი ბრიტანეთი 21-22 ივნისს უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციას – Ukraine Recovery Conference (URC 2023) უმასპინძლებს.

კონფერენცია იქნება ღონისძიებების სერიის გაგრძელება, რომელთაგან პირველი გასული წლის 4-5 ივლისს შვეიცარიაში, ლუგანოში გაიმართა.

აღნიშნულია, რომ ღონისძიებას უკრაინა და დიდი ბრიტანეთი ერთად გამართავენ.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი და უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი. ღონისძიებაში მონაწილეებს ვიდეოკავშირით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.

საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება ბევრი ქვეყნის და სტრუქტურის წარმომადგენელი, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი – ენტონი ბლინკენი, ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი – იოშიმაჰა ჰაიაში.

კონფერენციაზე განიხილავენ უკრაინაში საინვესტიციო შესაძლებლობებისა და რისკების შემცირების მექანიზმებს ფინანსების მობილიზების მიზნით, ასევე, უკრაინის ადამიანური რესურსის გაუმჯობესებაში კაპიტალდაბანდებას.

კონფერენცია ფოკუსირებული იქნება უკრაინის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე, ისევე – როგორც ომის შემდგომ რეკონსტრუქციაზე, მათ შორის, სასწრაფო დახმარებაზე გადაუდებელი საჭიროებებისთვის და ქვეყნის აღდგენის პროცესში კერძო სექტორის მონაწილეობის დაფინანსებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები