ჯო ბაიდენმა სი ძინპინს “დიქტატორი” უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ჩინეთიდან შემარიგებელი ვიზიტიდან დაბრუნებიდან ერთ დღეში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს “დიქტატორი” უწოდა.

ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ბაიდენი საუბრობდა ჩინურ აეროსტატთან დაკავშირებულ ინციდენტზე, რომელიც აშშ-ის თავზე წლის დასაწყისში მოხდა.

კალიფორნიაში გამოსვლის დროს ბაიდენმა თქვა, რომ სი ძინპინი ძალიან უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ ფაქტის ირგვლივ.

„და მიზეზი იმის, თუ რატომ იყო ის ძალიან უკმაყოფილო – როდესაც მე ჩამოვაგდე ის საჰაერო ბუშტი ჯაშუშური აღჭურვილობის ორი ვაგონით – მან არც იცოდა ამ ბუშტის შესახებ. დიქტატორებს კი ძალიან არ მოსწონთ, როდესაც არ იციან, რა ხდება,” – თქვა ბაიდენმა.

პეკინს თეთრი სახლის ლიდერის სიტყვებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები