მოსკოვის რეგიონში ორი დრონი ჩამოვარდა
მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით, ნარო-ფომინსკის რაიონის სოფელ კალინინეცთან ორი დრონი ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორი, ანდრეი ვორობიოვი ადასტურებს და ფაქტის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.
მისი თქმით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 05:30 და 05:50 საათზე მოხდა. მათი სავარაუდო სამიზნე სამხედრო ნაწილის საწყობები იყო.
ვორობიოვის თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამავდროულად, ტელეგრამის არხები წერდნენ, რომ მოსკოვთან სამი დრონი დაფიქსირდა, მათგან ერთი მოსკოვიდან, დაახლოებით, 13 კილომეტრში, სოფელ ლუკინოში აფეთქდა.