ზელენსკი: უკრაინის ძალები ანადგურებენ მტერს კონფლიქტის ორი მთავარი მიმართულებით – ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ძალები ანადგურებენ რუსულ ძალებს კონფლიქტის ორი მთავარი მიმართულებით, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში.

„ამ დროს ჩვენი ჯარისკაცები სამხრეთსა და აღმოსავლეთში აქტიურად ანადგურებენ მტერს, ფიზიკურად წმენდენ უკრაინას. ტერორისგან თავდაცვა ნიშნავს ტერორისტების განადგურებას. და ეს არის გარანტია იმისა, რომ ბოროტ სახელმწიფოს არასდროს ექნება შესაძლებლობა, ბოროტება მოუტანოს უკრაინას“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

ლონდონში ომის შემდგომი აღდგენის შესახებ გამართულ კონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენა არის „უსაფრთხოების მანქანა და გარანტია“ და „რუსული აგრესიის ყოველგვარი განმეორებისგან დაცვის საშუალება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები