„სამხრეთში შეტევა გეგმის მიხედვით გრძელდება“ – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელების შეტევა სამხრეთში რამდენიმე მიმართულებით გეგმის მიხედვით გრძელდება.

„სამხრეთში მიმდინარეობს შეტევა რამდენიმე მიმართულებით. იქ ყველაფერი ხდება სამხედროების მიერ დადგენილი გეგმის მიხედვით. არის გარკვეული წინსვლა ყველა მიმართულებით, სადაც ჩვენი სამხედროები მოძრაობენ. მაგრამ მტერი არ დანებდება. ზუსტად ასე დაიკავეს პოზიციები და ამიტომ გრძელდება სასტიკი ბრძოლები და ძალიან ძლიერი დუელი. ჩვენ წინ მივდივართ ეტაპობრივად, პატარა ნაბიჯებით, მაგრამ ძალიან თავდაჯერებულად“, – აღნიშნა მალიარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები