სლოვაკეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

სლოვაკეთის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის სლოვაკეთის პარლამენტს მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდი სლოვაკეთის პარლამენტს 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის. ეს დროული გადაწყვეტილება იყო, მნიშვნელოვანი წვლილია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლისთვის პატივისცემაში“, – დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა Twitter-ზე.

როგორც ცნობილია, 14 ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის ლუქსემბურგს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები