ზურაბ ქადაგიძე თამარ ჩერგოლეიშვილს: სხვებს რომ უვარდები სახლებში და ბინძურ კამპანიებს გეგმავ, ამასობაში შენს „პარტიას“ მთელი 1% დაუგროვებია, აწი შეგიძლია ამაყად გახვიდეთ შენ და შენი ქმარი 2024 წლის არჩევნებზე

„შენს „პარტიას“ მთელი 1% დაუგროვებია და აწი შეგიძლია, თამამად და ამაყად გახვიდეთ შენ და შენი ქმარი 2024 წლის არჩევნებზე“, – ასე მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ტაბულას“ დამფუძნებელს თამარ ჩერგოლეიშვილს  და Edison research-ის კვლევას აქვეყნებს, სადაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგის მიხედვით, „ევროპულ საქართველოს“ 1% აქვს.

„თამრო, რომ უზიხარ კლავიატურას და აკაკუნებ და აკაკუნებ, სხვებს უვარდები სახლებში და ბინძურ კამპანიებს გეგმავ, ამასობაში შენს „პარტიას“ მთელი 1% დაუგროვებია და აწი შეგიძლია, თამამად და ამაყად გახვიდეთ შენ და შენი ქმარი 2024 წლის არჩევნებზე“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები