ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი: ახლოს ვართ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის მიღებასთან

ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი ელოდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს კვირებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს მიიღებენ.

შესაბამისი განცხადება დევიდ ო’სალივანმა Ukrinform-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ [სანქციების მე-11 პაკეტის მიღებასთან]. ჩვენ მივდივართ პროცესის დასასრულისკენ და ვიმედოვნებ, მომდევნო კვირებში ვიხილავთ შეთანხმებას“, – აღნიშნა ო’სალივანმა.

მისი თქმით, ახალი პაკეტი ძირითადად ორიენტირებული იქნება სანქციების განხორციელებაზე, აღსრულებასა და მისთვის გვერდის ავლაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები