შოიგუს მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები რუსეთის და ყირიმის ტერიტორიის HIMARS-ებით და Storm Shadow-ებით დაბომბვას გეგმავენ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის, მათ შორის, კრემლის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიის დაბომბვას HIMARS-ის და Storm Shadow-ის ფრთოსანი რაკეტებით გეგმავენ.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ ამ რაკეტების გამოყენება ნიშნავს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სრულ ჩართვას კონფლიქტში და გამოიწვევს დაუყოვნებელ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაისის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadow-ის რაკეტების პარტია გადასცა.

როგორც CNN იტყობინება, ლონდონმა მიიღო კიევისგან გარანტიები, რომ ისინი გამოყენებული იქნება მხოლოდ “უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე” მიზნების წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები