პროკურატურამ არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

ბრალდებული ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და იძულებით, დაზარალებულ არასრულწლოვნებს აიძულებდა ნაგვის ურნებში მუყაოს და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ. ასევე ბრალდებული ითვისებდა და ერთპიროვნულად განკარგავდა არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემული ფულადი დახმარების თანხებსაც. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ „გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები