რუსეთში, დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

ტამბოვის ოლქში, კოტოვსკში მდებარე “ტამბოვის დენთის ქარხანაში” აფეთქება მოხდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დაშავდა.

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 14:00 საათზე N3 საწარმოში მოხდა.

აფეთქების შემდეგ, შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის მოკლე დროში ჩაქრობა მოხერხდა.

ოლქის გუბერნატორის განცხადებით, მომხდარის მიზეზი ადამიანურ ფაქტორს უკავშირდება, ტერაქტი არ ყოფილა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები