მიხეილ სარჯველაძე: 11 მიმართულებით, საქართველოს კონკრეტული ხელშესახები რეზულტატები აქვს და სწორი არ იქნება, რომ შემფასებელთათვის ეს შეუმჩნეველი დარჩეს

“11 მიმართულებით, საქართველოს კონკრეტული ხელშესახები რეზულტატები აქვს და სწორი არ იქნება, რომ შემფასებელთათვის ეს შეუმჩნეველი დარჩეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება მე-12 რეკომენდაციას, სარჯველაძის თქმით, საკითხი დეპოლარიზაციას ეხება და მისი შესრულება მხოლოდ ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ არის.

“შარშან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გამოქვეყნებულმა არაერთმა ანგარიშმა დაადასტურა, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებდა, თუ კი მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინისთვის, მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რა საკვირველია, საქართველო უპირველესად იმსახურებდა ამ სტატუსის მინიჭებას. ასეთ ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ 12-ვე მიმართულებით, უფრო კორექტულად თუ ვიტყვით 11 მიმართულებით, საქართველოს აქვს კონკრეტული ხელშესახები რეზულტატები, ყველა ამ მიმართულებით და, შესაბამისად, ეს არცერთ შემთხვევაში სწორი არ იქნება, რომ შეუმჩნეველი დარჩეს შემფასებელთათვის. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად მიღებული გადაწყვეტილებაში, გათვალისწინებული იქნება ის წინსვლა, რომელიც 11-ვე მიმართულებით საქართველოს აქვს. დარჩენილი 1 მიმართულება, რომელიც უკავშირდება დეპოლარიზაციას, სამწუხაროდ არც თუ დიდ რეზულტატები გვაქვს იმიტომ, რომ აქ წარმატების მიღწევა მხოლოდ ხელისუფლებაზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები