კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და საქართველო 12 რეკომენდაციას შეასრულებს

“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და საქართველო 12 რეკომენდაციას შეასრულებს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძე იმედოვნებს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც არის მოცემული, მის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და საქართველო 12 რეკომენდაციას შეასრულებს. ამ რთულ გზაზე ხელშესახები ცვლილებები და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები რაც გაკეთდა საქართველოში, 2012 წლის შემდგომ პერიოდთან ასოცირდება. გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება სწორი გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“,- აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები