ზურაბ ქადაგიძე – გიგა კობალაძეზე: ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონება დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა – როცა სააშკარაოზე გამოვიდა მისი საციხო საქმეები, დგას ეს “ნაგლი” და რუსეთიო, გაიძახის

ეს ბანდიტი ნაძირალა, რურუას ხელის ბიჭი კობალაძე ადგა, ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონება დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის შესახებ.

ქადაგიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ, კობალაძემ თავის დასაცავად რუსეთის თემით დაიწყო აპელირება.

„აი ეს ბანდიტი ნაძირალა, რურუას ხელის ბიჭი კობალაძე ადგა, ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონება დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა. ახლა, როცა გაიჭედა და სააშკარაოზე გამოვიდა მისი საციხო საქმეები, დგას ეს “ნაგლი” და რუსეთიო გაიძახის… რუსეთი კი არა, შევარცხვინე ის ხელისუფლება, თუ შენ კაპიკ კაპიკ არ მოგატანინონ უკან ქართველი ავტორ/შემსრულებლების მოპარული ჰონორარები…“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები