გია აბაშიძე: Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ ე.წ. სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა შეიძინეს ასობით ათასი ტყვია-წამალი ამერიკული კომპანისგან, ამით ამაყობენ ჯალათი “ვაგნერის” სნაიპერები
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია დოკუმენტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიები ამერიკული კომპანიისგან ტყვია-წამალს ყიდულობენ.
აბაშიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტში ყველაზე ცინიკური ის გარემოებაა, რომ აშშ-ისგან საბრძოლო მასალის შესყიდვით „ვაგნერის“ სნაიპერები ამაყობენ.
„აღმოჩენილია მორიგი “შავი კრატერი” ომითა და უკრაინელთა სისხლით გამდიდრებულ ზნედაცემულ ფარისეველთა ველზე.
საერთაშორისო გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა Промтехнология-მ, ORSIS T-5000-მა და ТЕТИС ПРО-მ შეიძინეს ასობით ათასი ტყვია-წამალი ამერიკული კომპანია Hornady-სგან. მიწოდებები გრძელდება სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში არსებული სასჯელის მიუხედავად ($1 მილიონი ჯარიმა და 20-წლიანი ციხე).
რაც ყველაზე ცინიკურია, ამით რუსულ მედიაში, სოცქსელებში ამაყობენ ჯალათი “ვაგნერის” სნაიპერები”, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.