ალეკო ელისაშვილი: წელიწად-ნახევრის მანძილზე სააკაშვილის აფერისტობით თმა აწეწილებო – ახლა გაუარა მაგ სიმულიანტს ყველაფერმა? – კიდევ კარგადაა ეს ქვეყანა

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება.

“იმ ხალხს მინდა გკითხოთ წელიწად-ნახევარი თმაგაწეწილები რომ კიოდით ჩვენს მესამეს პრეზიდენტს პოლონიუმი დაალევინესო, მერე დემენცია აქვსო, მერე ხორცი შემოალპა და დღეები აქვს დათვლილიო, ისეთი რამე სჭირს მარტო უცხოეთში უნდა იმკურნალოსო – სტრასბურგის სასამართლომ რომ თქვა ძაანაც კაი პირობებშია და არსად, მათ შორის უცხოეთში არაა გადასაყვანიო. თან რომ გაირკვა რომ ცოლიც დააფეხმძიმა, თან რომ ჯერ უკრაინის ბედი ადარდებდა მხოლოდ და ახლა 100 პროცენტით ვერთვები ქართულ პოლიტიკაშიო. ჰოდა წელიწად-ნახევრის მანძილზე სააკაშვილის აფერისტობით თმა აწეწილებო – ახლა გაუარა მაგ სიმულიანტს ყველაფერმა? ახლა კარგადაა? თუ გრცხვენიათ მაინც? წელიწად-ნახევარი სიმულიანტმა რომ ატყუა მთელი მსოფლიო და აწვალა ქვეყანა, ეგ ნორმალურია? რაღაც მანქანა მიიყვანეს და ასხივებენ მიშასო, რომ კიოდნენ სააკაშვილის ტელევიზიები და წელიწად-ნახევარი სხვა არაფერი არ იყო სალაპარაკო თემა – მაგის მაინც არ გრცხვენიათ? სინამდვილეში ოცნებას კოჭს რომ უგორებდით და განამტკიცეთ ხელისუფლებაში, მაგას მაინც თუ აღიარებთ? კიდევ კარგადაა ეს ქვეყანა”, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები