პარლამენტმა „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტი, პლენარულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტი ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად. განისაზღვრება სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციები რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში, ასევე, რადიაციული დაცვის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებები. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, წესრიგდება რადიაციულ დაცვასთან, რადიოაქტიურ წყაროებთან, ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნასა და რეაგირებასთან, რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირებასთან, ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან, რადიოაქტიურ ნარჩენებთან და უწყებრივ რეესტრთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის მიღებით, ძალადაკარგულად გამოცხადდება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები