გუდაუთის რაიონში ათობით სახლია დატბორილი (ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად, გუდაუთის რაიონში თითქმის 25 სახლია დატბორილი.

ამის შესახებ რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ვიტალი აგრბამ განაცხადა.

აგრბამ დასძინა, რომ ეს მაჩვენებელი შესაძლოა არ იყოს საბოლოო, რადგან “ხალხი ხელისუფლებისადმი მიმართვიანობას აგრძელებს”.

მისი თქმით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ადიდებული მცირე მდინარეების – კისტრიკსა და აძლაგარკას მიმდებარედ მდებარე შინამეურნეობები. ასევე, დატბორვის მიზეზი გახდა ის, რომ არხები წყლის დიდ ნაკადს ვერ გაუმკლავდნენ.

აგრბას თქმით, გუდაუთის რაიონის სოფლებისთვის სტიქიას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუტანია.

მისი თქმით, ზოგიერთ სოფელში წყალმა მოუასფალტებელი გზები ჩარეცხა, სოფელ ჰიპსტაში კი სახლს მეხი დაეცა, რის გამოც ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაფუჭდა და ელექტრო გაყვანილობა დადნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები