ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია 30 ივნისს დასრულდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ 2023 წლის 21-23 სექტემბერს გაიმართება და ის მეფე დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლის იუბილეს ეძღვნება.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები