ირაკლი კობახიძე: ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში

“საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღშფოთებული იყო იმ შინაარსით, რომელიც ჩადებული იყო კონკრეტულ საბავშვო ბუკლეტში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მაკდონალდსის“ „ჰეფი მილის“ მენიუს სასაჩუქრე წიგნთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების უმრავლესობისთვის ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, ეს გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვებისკენ იყოს მიმართული ეს პროპაგანდა და იმედია, ამ შემთხვევაში გადახედავენ საკუთარი მასალების შინაარს კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები. ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები