“კანადა უკრაინელი სამხედროებისთვის ფსიქიკური დახმარების გაწევაში ჩაერთვება” – ტრუდო

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ კიევში, ვეტერანთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის ცენტრის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია სამხედროების ომის შემდგომ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასთან.

ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.

„ჯარისკაცებს, რომლებმაც ფრონტის ხაზიდან ისტორიები გაგვიზიარეს: მადლობა თქვენ გამბედაობისთვის, ძალისა და სამსახურისთვის. კანადა აქ არის თქვენთვის – და ჩვენ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივებს, რომ დაგეხმაროთ, გაუმკლავდეთ ომის შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში”, – დაწერა პოლიტიკოსმა.

11 ივნისს ​ტრუდო უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად, 2019 წელს გახსნილ ცენტრ “ლესნაია პოლიანას” ესტუმრა.

ზელენსკამ გამოაცხადა, რომ იწყებს საერთაშორისო პარტნიორულ პროექტს – “ლესნაია პოლიანასა” და კანადის ცენტრს შორის, რომელიც სპეციალიზებულია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ვეტერანებთან მუშაობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები