მამუკა მდინარაძე: „ფეიკისგან“ საზოგადოება უნდა ვიხსნათ

“4 ადამიანი რაღაცას აპროტესტებდა, სპეკულაციურს სააკაშვილთან დაკავშირებით – თუკი ამ სპეკულაციებით დაბინძურებული კადრები გასუფთავდა, ამაში ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს, პირიქით, ასე უნდა ყოფილიყო”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ კადრებს, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ბერლინში, ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის პარალელურად აქციას მართავდნენ, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ კადრებში მანიფესტანტების შეძახილების ხმა არ ისმის.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოება „ფეიკ“ ინფორმაციისგან უნდა იხსნას.

„4 ადამიანი რაღაცას აპროტესტებდა, სპეკულაციურს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამ სპეკულაციურ “მესიჯს” არა სპეკულაციური, ხისტი, მართალი, სამართლიანი პასუხი სტრასბურგის სასამართლომ გასცა. თუკი ამ სპეკულაციებით დაბინძურებული კადრები გასუფთავდა, მე ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ საგანგაშოს, პირიქით ასე უნდა ყოფილიყო, მე რომ ვყოფილიყავი, ზუსტად ასე მოვიქცეოდი. იმიტომ, რომ ოთხი ადამიანი რაღაც „ფეიკს“ რომ ავრცელებს, ამ „ფეიკისგან“ ჩვენი საზოგადოება უნდა ვიხსნათ. თქვენ გინდათ, რომ სამთავრობო მასალებში „ფეიკ“ ნარატივები მოხდეს, რომ არ მოხდება, მერე ბრაზდებით და ამაზე პასუხს მე მთხოვთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები