ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს – დაღუპულია ორი მოქალაქე
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ქალაქ გულიაიპოლეში საავადმყოფო დაბომბეს, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაღუპულია დაწესებულების 46 წლის თანამშრომელი და 55 წლის პაციენტი ქალი.
ასევე, დაშავდა ორი ექთანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გულიაიპოლეს იერიშს ადასტურებს.
უწყების ცნობით, რუსმა სამხედროებმა „ზაპოროჟიეში უკრაინის შეიარაღებული ძალების 102-ე ბრიგადის საკომუნიკაციო ცენტრი გაანადგურეს“.