სილვიო ბერლუსკონი ისევ ჰოსპიტალიზებულია
იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია “წინ იტალია!”-ს ლიდერი, სილვიო ბერლუსკონი ისევ ჰოსპიტალიზებულია.
ამის შესახებ ANSA წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერლუსკონი მილანის სან-რაფაელეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც 19 მაისს, 45-დღიანი ყოფნის შემდეგ გამოწერეს.
ბერლუსკონის ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია, სისხლის კიბო აქვს.