შვედეთი, ალიანსში გაწევრიანებამდე, ნატოს ჯარებს საკუთარ ტერიტორიაზე განათავსებს

შვედეთი ნატოს საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების განთავსების ნებართვას მისცემს, სანამ ალიანსს ოფიციალურად შეუერთდება, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრის, ულაფ კრისტერსონისა და თავდაცვის მინისტრის, პოლ ჯონსონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება, განახორციელონ მზადება ნატოსა და ნატოს ქვეყნებთან ერთად, რათა უზრუნველყონ მომავალი ერთობლივი ოპერაციები“, – აცხადებენ ჯონსონმა და კრისტერსონმა.

შვედეთის პრემიერმინისტრისა და თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი ახლო მომავალში საფრთხედ დარჩება მეზობელი ქვეყნებისთვის და მათ არ იციან ვლადიმერ პუტინის „ტერიტორიული ამბიციების მასშტაბი“.

„სამზადისი შეიძლება, მოიცავდეს შვედეთის ტერიტორიაზე უცხოური აღჭურვილობისა და პერსონალის დროებით განთავსებას. ეს გადაწყვეტილება იქნება მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის და გააძლიერებს შვედეთის თავდაცვას“, – ნათქვამია ჯონსონისა და კრისტენსონის განცხადებაში.

შვედეთმა გასულ წელს მიმართა ნატოს ალიანსში გაწევრიანებისთვის, რასაც თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან, თუმცა, შვედეთის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ლიეტუვაში დაგეგმილ ნატოს სამიტს შეუერთდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები