პირობით მსჯავრდებულები „ბათუმობა-2014“-ის ღონისძიებებს დაესწრნენ

ბათუმელი პირობით მსჯავრდებულები სახალხო დღესასწაულ “ბათუმობა-2014”-ის ფარგლებში მოწყობილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ. პრობაციის ეროვნული საააგენტოს ინფორმაციით, აჭარის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, პრობაციონერებმა დაათვალიერეს საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში მოწყობილი ბათუმელი და რიგელი ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა. მათივე ცნობით, პირობით მსჯავრდებულები ასევე იმყოფებოდნენ ღია სცენაზე გამართულ ფოლკლორულ კონცერტზე და თეატრალიზებულ წარმოდგენაზე. პრობაციის რეგიონული ბიუროების ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად მონაწილეობენ კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში, რაც მათ რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები