უკრაინის თავზე ღამით 10 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტაა განადგურებული

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს, რომელიც ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყო და დილის 04:00 საათამდე გაგრძელდა.

ქვეყნის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ შეტევა განხორციელდა დრონებით – Shahed-136/131 და საჰაერო ფრთოსანი რაკეტებით – Kh-101/Kh-55.

აღინიშნება, რომ სამიზნე იყო სამხედრო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

თავდასხმის დროს გაშვებული იყო 16-მდე დრონი და 6 რაკეტა.

“უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 ფრთოსანი რაკეტა და 10 “შაჰედ-136/131 გაანადგურეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები