დმიტრო კულება: თურქეთი მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, რათა შეამსუბუქოს კახოვკის კატასტროფის მძიმე შედეგები

თურქეთი მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, რათა შეამსუბუქოს კახოვკის კატასტროფის მძიმე ჰუმანიტარული და ეკოლოგიური შედეგები, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემს თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე. საუბრისას მივაწოდე ინფორმაცია კახოვკის კატასტროფის მძიმე ჰუმანიტარული და ეკოლოგიური შედეგების შესახებ. მან მითხრა, რომ თურქეთი მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, რათა შეამსუბუქოს ეს კრიზისი“, – წერს კულება Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები