უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები დატბორილი ხერსონის ოლქიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს „ცოცხალ ფარად“ იყენებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები კახოვსკაიას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი ხერსონის ოლქიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს „ცოცხალ ფარად“ იყენებენ.

„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასახლებულ პუნქტებში რუსი ოკუპანტები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობენ. კერძოდ, დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან ევაკუირებულ ადამიანებს პანსიონატებსა და დასვენების ბაზებში ასახლებენ, სადაც უკვე განლაგებული არიან სამხედრო ქვედანაყოფები.

ამგვარად, დამპყრობლები მშვიდობიანი მოსახლეობის უკან დამალვით ცდილობენ თავის დაცვას“, – წერს გენშტაბი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები