რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ ხაშმში „რეზოობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართება

10 ივნისს, სოფელ ხაშმში, მწერალ – რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელში, მისი დაბადებიდან 97 წლის საიუბილეოდ, მისივე სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმში „რეზოობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართება, რომელიც 2016 წლის 10 ივნისს დაწესდა და ყოველწლიურად იმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების პროგრამა ასეთია:
10:00 საათზე დაიწყება ინტელექტუალური თამაში, რომლის თემაა – რევაზ ინანიშვილის შემოქმედება და ბიოგრაფია;.
12:00 საათზე, სოფ. ხაშმის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში აღევლინება რევაზ ინანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, შემდეგ, კი მისივე სახელობის სახ-მუზეუმში მწერლის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ადგილობრივებთან ერთად, ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეზო ინანიშვილის ოჯახის წევრები, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების ორგანიზატორია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია და ა (ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები