ხერსონში დატბორვის გამო ევაკუაციის დროს ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს, არიან დაშავებულები

კახოვსკაიას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი ხერსონის რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაციის დროს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 9 ადამიანია დაშავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

დაშავებულთა შორის არის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი თანამშრომელი – მყვინთავი და მძღოლი. ასევე, დაშავდა პოლიციელი, ექიმი და მოხალისე გერმანიიდან.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაღუპული ერთი ადამიანის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.

მოსახლეობის ევაკუაციის პუნქტში სროლას რამდენიმე უცხოური მედიასაშუალების ჟურნალისტიც მოჰყვა.

თავის მხრივ, ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ სალდომ განაცხადა, რომ სოფელ ჰოლაია პრისტანის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული და ორი დაჭრილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები