ალუდა ღუდუშაური: ლევან ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს

“ნაციონალური მოძრაობა” ეუბნება სხვა დანარჩენს, რომ თურმე ხაბეიშვილს ჰქონია გასაღები – ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს რეალურად ქვეყნის მომავლის გასაღები “ქართულ ოცნებას” აქვს.

“ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ოპოზიციის ერთი მხარე, რომელსაც ფინანსური რესურსი მწირი აქვს, ევაჭრება მეორეს, ვისაც პრაქტიკულად ფინანსური რესურსის გარდა სხვა არაფრის შეთავაზება შეუძლია და მეორე მხარე ეუბნება, რომ ვაჭრობის შემთხვევაში თავისი წესები უნდა ჰქონდეს და პირობებს აყენებს. ჩვეულებრივი მოთხოვნა-მიწოდების რეჟიმში არიან გადასული. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, “ნაციონალური მოძრაობა” ეუბნება სხვა დანარჩენს, რომ თურმე ხაბეიშვილს ჰქონია გასაღები და რისი გასაღები აქვს ხაბეიშვილს ჩვენ კარგად ვიცით. ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს და ამიტომ აი, იმ გასაღებისთვის რომ ეპატიჟება სხვებს შემომიერთდითო, უფრო მეტად სასაცილო მდგომარეობაში არიან. რეალურად ქვეყნის მომავლის გასაღები ვისაც აქვს, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და ასეთი არის “ქართული ოცნება”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები