ნატოს სამიტის დღეებში ვილნიუსში ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

ნატოს სამიტის განმავლობაში, რომელიც 10-13 ივლის ჩატარდება, ვილნიუსში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობა უფასო იქნება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ვილნიუსის მუნიციპალიტეტმა მიიღო.

​გარდა ამისა, მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს, რომ ნატოს სამიტის მონაწილეები, რომლებიც წარადგენენ ღონისძიების მონაწილის საბუთს, სამიტის მზადების დღეებში, 7-9 ივლისს ასევე შეძლებენ ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობას.

ვილნიუსის მუნიციპალიტეტის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რიმანტას ბარავიკასმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ქალაქის იმიჯს და გახდება “ერთგვარი საჩუქარი” ვილნიუსის მცხოვრებლებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის.

თუმცა, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო დედაქალაქი 200 000 ევროს შემოსავალს დაკარგავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები