აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კრისტიმ ტრამპს “არასრულწლოვანი” და “ბავშვი” უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რესპუბლიკელმა კრის კრისტიმ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს და ასევე პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს “არასრულწლოვანი” და “ბავშვი” უწოდა.

კრისტის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„რამდენჯერ გამოიყენა კრის კრისტიმ სიტყვა “პატარა”? ზომებთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს? სინამდვილეში, მისი გამოსვლა დიდი არ იყო და არც კარგი იყო. იგი უაზროდ იყო ჩამოკიდებული ყველგან და არავის ჰქონდა ოდნავი წარმოდგენა იმაზე, თუ რაზე ლაპარაკობდა. იმ ადამიანზე, რომელმაც თანამდებობა 7%-იანი რეიტინგით დატოვა და მოგვიანებით, გაძევებული იყო ნიუ-ჰემფშირიდან. ამჯერად, არაფერი შეიცვლება!”, – დაწერა ტრამპმა.

კრისტიმ კი თქვა, “მისმინეთ, ის არ არის სრულწლოვანი. ის ბავშვია. ასე მხოლოდ ბავშვები ლაპარაკობენ. ასეთი რამ ჩემზე არასდროს უთქვამს, როდესაც თეთრი სახლის შტაბის უფროსის თანამდებობას მთავაზობდა. ასეთი რამ არასდროს უთქვამს, როდესაც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს ორჯერ მთავაზობდა. არც მაშინ უთქვამს, როდესაც შრომის მინისტრის თანამდებობას მთავაზობდა. მაშინ არც ერთი და არც მეორე ვყოფილვარ მისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები