ნიუ-იორკში ჰაერის მძიმე დაბინძურებაა, მოსახლეობას დამცავი ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებენ(ფოტო)

ნიუ-იორკსა და დეტროიტში პლანეტაზე ჰაერის დაბინძურების ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ამის შესახებ ანალიტიკური პლატფორმა – IQAir-ი იტყობინება.

​ქვეყნის ათზე მეტ შტატში მოსახლეობა ჰაერის დაბინძურების შესახებ გააფრთხილეს. აღნიშნული კი უკავშირდება მასშტაბურ ხანძრებს, რომლებიც ამჟამად კანადაში მძვინვარებს. კვამლი სამხრეთით, ნიუ-იორკისკენ და რამდენიმე სხვა ქალაქებში გავრცელდა.

ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 15 შტატის ჯანდაცვის ორგანოები – ვერმონტიდან სამხრეთ კაროლინამდე, ასევე, ვაშინგტონში – გააფრთხილა ჰაერის ხარისხის გაუარესების შესახებ.

მოსახლეობას ურჩიეს ღია ცის ქვეშ ყოფნის შეზღუდვა, ხოლო მათ, ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვთ, ურჩევენ დამცავი ნიღბების ტარებას.

მედია ნიუ-იორკის გარშემო არსებულ ვითარებას ფოტოებში ასახავს, სადაც ჩანს, რომ ქალაქი ფაქტობრივად ნისლით არის დაფარული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები