ბაიდენი 12 ივნისს თეთრ სახლში სტოლტენბერგს უმასპინძლებს

NATO Secretary General Jens Stoltenberg (R) and US Vice President Joe Biden talk during during the second day of the 51st Munich Security Conference (MSC) in Munich, southern Germany, on February 7, 2015. The Ukraine conflict, Islamic State group jihadists and the wider "collapse of the global order" will occupy the world's security community at the three-day annual meeting. AFP PHOTO / CHRISTOF STACHE (Photo credit should read CHRISTOF STACHE/AFP via Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 ივნისს თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უმასპინძლებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები ნატოს ვილნიუსის სამიტს განიხილავენ, რომელიც ივლისში გაიმართება.

„ბაიდენი და სტოლტენბერგი განიხილავენ სამიტისთვის მზადებას, მათ შორის მუშაობას შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებაზე. ისინი ასევე განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ფონზე“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები