ზელენსკი: უკრაინას არაფერი აქვს საერთო „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ დივერსიასთან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო გასული წლის სექტემბერში ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ დივერსიასთან.

„პრეზიდენტი ვარ და შესაბამის ბრძანებებს ვიძლევი. არაფერი ვიცოდი, 100 პროცენტით. ვუთხარი: „გვაჩვენეთ მტკიცებულებები. თუ ჩვენმა სამხედროებმა გააკეთეს ეს, გვაჩვენეთ მტკიცებულებები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე The Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც დასავლურმა სპეცსამსახურებმა, სავარაუდოდ, იცოდნენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განადგურების გეგმის შესახებ უკრაინელი სამხედროების მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები