ბელგოროდის ოლქში, შებეკინოს ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, შებეკინოს ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია.
უკრაინული მედიის ცნობით, ცეცხლი საღებავებისა და ლაქების ქარხანაში გაჩნდა.
„ხანძრის წყაროდან 30 კილომეტრში უზარმაზარი კვამლის სვეტი ჩანს, ინდუსტრიული ზონა საღებავებს და ლაქებს, პლასტმასებს, სინთეტიკურ ფისებს აწარმოებს“, – წერენ ადგილობრივები „ტელეგრამ“ არხებზე.
ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, 40-ზე მეტი ჭურვი სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე მოხვდა, კიდევ 20 კი ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.