ანა მალიარი: ბახმუტის მიმართულება უკრაინაში საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტის გარშემო მიმდინარე ბრძოლები „საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება“.
როგორც მან „ტელეგრამზე“ აღნიშნა, უკრაინელ ძალებს ზოგიერთ რაიონში აქვთ გარკვეული მიღწევები.
„ვაგნერის“ დაჯგუფება მეტწილად გაყვანილია და ისინი ზოგიერთ ადგილას რჩებიან, ხოლო საბრძოლო მოქმედებების დიდ ნაწილს ახლა რუსეთის არმიის რეგულარული ქვედანაყოფები ატარებენ, მათ შორის სადესანტო დანაყოფები“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.