ჩრდილოეთ კორეაში სუიციდი აიკრძალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში თვითმკვლელობა აკრძალა.

ამის შესახებ Mirror წერს.

მედიის ცნობით, კიმმა თვითმკვლელობას “სოციალიზმის წინააღმდეგ ღალატი” უწოდა და ადგილობრივ ხელისუფლებას პრევენციული ზომების მიღება უბრძანა.

გამოცემის წყაროების თანახმად, წინა წელთან შედარებით ჩრდილოეთ კორეაში სუიციდის შემთხვევებმა 40%-ით იმატა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანების მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ჯერ ვერ იპოვა.

„თვითმკვლელობების უმეტესობა გამოწვეული იყო უკიდურესი სიღარიბით და შიმშილით, ასე რომ, ამჟამად კონტრზომის მიღებას ვერავინ შეძლებს“, – ამბობს გამოცემის წყარო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები