ლატვია უკრაინას ჰესის აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად 200 ათას ევროს გამოუყოფს

ლატვია უკრაინას კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად 200 ათასს ევროს გამოუყოფს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა “ტვიტერში” დაწერა.

მისივე თქმით, შესაბამის ბრძანებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს მინისტრთა კაბინეტის განკარგულების პროექტს, უკრაინისთვის 200 000 ევროს გამოყოფის შესახებ, რომ მოხდეს რუსი ტერორისტების მიერ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგების აღმოფხვრა“, – დაწერა რინკევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები