“ამერიკელი ხალხის მჯერა” – მაიკ პენსი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა
აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პოლიტიკოსი კანდიდატად 5 ივნისს დარეგისტრირდა, თუმცა, ოფიციალურად გამოცხადებას დღეს, აიოვას შტატში გამოსვლისას გეგმავს, მანამდე შესაბამისი შინაარსის ვიდეომიმართვა გაავრცელა.
დღეს მაიკ პენსი იუბილარია.
ამ დროისთვის არსებული გამოკითხვით, რესპულიკური პარტიის პრაიმერიზის უპირობო ლიდერია ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც მხარს 49% უჭერს, მეორე პოზიციას ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი 19 პროცენტით იკავებს.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ კანდიდატად 60 წლის, აშშ-ის ყოფილი ფედერალური ადვოკატი, 2016 წელს ტრამპის კამპანიის მრჩეველი, კრის კრისტიც დარეგისტრირდა, რომელსაც მხოლოდ 1%-იანი მხარდაჭერა აქვს.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პენსი იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს და ამბობს, რომ “სჯერა ამერიკელი ხალხის და მჯერა, რომ ღმერთი ამერიკასთანაა. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ ქვეყნის დაბრუნება, უდიადესი ერის საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!”
I believe in the American people, and I have faith God is not done with America yet. Together, we can bring this Country back, and the best days for the Greatest Nation on Earth are yet to come! 🇺🇸 #Pence2024 pic.twitter.com/A8EkqgCDAm
— Mike Pence (@Mike_Pence) June 7, 2023