სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-მა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ რეიტინგი “B”-დან “B+”-მდე აამაღლა

Standard & Poor’s-მა სნგკ-ის რეიტინგი “B”-დან “B+”-მდე აამაღლა. სარეიტინგო სააგენტოს მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბიულეტენში რეიტინგის ამაღლების ძირითადი ფაქტორი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ მიღწეული საოპერაციო შედეგებია, კერძოდ, ოპერაციებიდან მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი ნაკადები და სააგენტოს მოლოდინი, რომ 2014-2015 წლებში შენარჩუნდება არსებული პოზიტიური ტენდენცია. კორპორაციის განცხადებით, წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის ამაღლება მნიშვნელოვანი ფაქტორია კორპორაციის დადებითი იმიჯისათვის, მისი პოზიტიური ისტორიის შესაქმნელად, რაც მომავალში არა მხოლოდ სნგკ-ის, არამედ სხვა ქართულ კომპანიებსაც გაუადვილებს საერთაშორისო ბირჟებზე ფინანსური რესურსების მოზიდვას. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მაისში კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა 250 მლნ. აშშ დოლარის ევროობლიგაციები 6.875%-ში. მოზიდული სახსრები მიმართულ იქნა გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დასაფინანსებლად, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც 2015 წლის ბოლომდე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები