აშშ-ში სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სროლა მოხდა, არიან დაღუპულები

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში ქალაქ რიჩმონდში გამოსაშვებ ცერემონიაზე 19 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რასაც 3 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

როგორც პრესკონფერენციაზე პოლიციის წარმომადგენელმა, რიკ ედვარდსა თქვა, ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა – 18 და 36 წლის მამაკაცები.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთ-ერთ მსხვერპლს იცნობდა, რომელსაც თავდაპირველად ესროლა, ხოლო სავარაუდოა, რომ შექმნილმა ქაოსმა კიდევ ერთი მსხვერპლი გამოიწვია.

გარდა ამისა, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 9 წლის გოგონაა.

პოლიციის ცნობით, დაჭრილთაგან ერთ-ერთმა, 31 მამაკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა მიიღო და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო, თუმცა, პოლიციამ ის უკვე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები